გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

მეწყრის ჩამოწოლის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

8-03-2018

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 95-ე კმ-ზე (ლაჯურღულა) ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აღდგეს.