გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2021    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში ეპიდემია იმართება და ამაზე ინფიცირების შემთხვევების კლება მეტყველებს

9-10-2020

აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომის შემდგომ რეგიონში შექმნილ ეპიდ-ვითარებასთან და შემთხვევათა კლების დინამიკასთან დაკავშირებით კომენტარები გაკეთდა.

,,ეპიდემია აჭარაში იმართება სტაბილურად და ამაზე მეტყველებს ინფიცირების შემთხვევების თანმიმდევრული კლება და ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, დღეს ეს რიცხვი შეადგენს 250 გამოჯანმრთელებულს, და ჯამში აჭარაში გვყავს 3000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული. ამის პარალელურად, იცით რომ ხორციელდება და გრძელდება მიზნობრივი ტესტირება, ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარაში უკვე გაკეთდა 2000 ზე მეტი ტესტი, და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ დავუბრუნდით 24 საათიან რეჟიმს, როგორც ტესტის აღების, ასევე პასუხების მიწოდების მხრივ“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით პირველ რიგში განიხილება მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა და დეტალური გეგმა შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მომავალ კვირას გახდება ცნობილი.