გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2021    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში დღეს უკვე 3000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვყავს

9-10-2020

აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომის შემდგომ რეგიონში შექმნილ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით კომენტარები გაკეთდა.

,,ეპიდემია აჭარაში იმართება სტაბილურად და ამაზე მეტყველებს დაინფიცირების შემთხვევების თანმიმდევრული კლება და ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, დღეს ეს რიცხვი შეადგენს 250 გამოჯანმრთელებულს, და ჯამში აჭარაში გვყავს 3000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული.

ამის პარალელურად, იცით რომ ხორციელდება და გრძელდება მიზნობრივი ტესტირება, ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარაში უკვე გაკეთდა 2000-ზე მეტი ტესტი, და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ დავუბრუნდით 24 საათიან რეჟიმს, როგორც ტესტის აღების, ასევე პასუხების მიწოდების მხრივ“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში მოხუცთა სახლის და გერიატრიული თავშესაფრის 28 ბენეფიციარი გამოჯანმრთელდა.

რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს მიზნობრივი ტესტირება. აჭარაში მუდმივად არის მობილიზებული საწოლფონდი და თავისუფალი საწოლების რაოდენობა 100 შეადგენს.