გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ლანჩხუთში მთისძირა არხის რეაბილიტაცია დასრულდა - არხის გამტარუნარიანობა გაიზარდა

13-10-2020

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მთისძირა არხის რეაბილიტაცია დაასრულა.

გარემოს დავცისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან დამშრობი არხის, ჯამში 17 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. არხზე მოწყობილ სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს კი აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა.

უწყების ცნობით, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზარდა, რაც 6900 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობიდან ჭარბი წყლის მოცილებას გააუმჯობესებს.

სამუშოები, რომლის ღირებულებაც 1 485 000 ლარია, საქართველოს მელიორაციამ, საკუთარი ძალებით, გასული წლის ივლისში დაიწყო და მიმდინარე თვეში დაასრულა.

დღეისათვის, გურიაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 3 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შედეგად დამატებით 750 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი დაშრება.