გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი გახარია : აჭარაში 19 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაიხსნება

15-10-2020

19 რიცხვიდან, აჭარაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, საქალქათაშორისო ტრანსპორტი გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აჭარაში, სასწავლო პროცესზე შეზღუდვები დარჩება, ისევე, როგორც რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების შეზღუდვები გაგრძელდება.
„აჭარაში, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ვირუსის გავრცლების მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია მოხდა. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველაფერთან ერთად, რომ 19 რიცხვიდან, აჭარაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, საქალქათაშორისო ტრანსპორტი გაიხსნება.
გარდა ამისა, აჭარაში, სასწავლო პროცესზე შეზღუდვები დარჩება, ისევე, როგორც რესტორნების და გასართობი დაწესებულებების შეზღუდვები გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.