გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი გახარია: უფრო სერიოზულად უნდა მოვეპყრათ ჩვენს თანამშრომლებს, ვიზრუნოთ მათზე და აღვჭურვოთ აუცილებელი საშუალებით, რათა მათ თავი დაიცვან

15-10-2020

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო კერძო და საჯარო ორგანიზაციების პასუხისმგებლობა - მაქსიმალურად ყველა უნდა გადავიდეთ დისტანციურ სამუშაოზე, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა უნდა იზრუნონ თავიანთ თანამშრომლებზე და აღჭურვონ ისინი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი საშუალებებით.
„ეს არის რეკომენდაცია და ყველა კომერციულმა ორგანიზაციამ, საწარმოებმა, რომლებსაც ყოველთვის ხელს ვუწყობდით, რომ მათი საქმიანობა არ გაჩერებულიყო, ეს პასუხისმგებლობა უნდა გაითვალისწინონ. ის, რაც მოხდა ბოლო პერიოდში ფოთში, როდესაც ერთ ორგანიზაციაში 100-მდე ინფიცირებული გამოვლინდა, ცუდი ფაქტია და, რა თქმა უნდა, უფრო სერიოზულად უნდა მოვეპყრათ ჩვენს თანამშრომლებს, ვიზრუნოთ მათზე და უნდა აღვჭურვოთ იმ აუცილებელი საშუალებით, რათა ამ ხალხმა დაიცვან თავი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.