გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერი 1 200 ლარიან დახმარებაზე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკაში უფრო მეტი ჟანგბადი იყოს

15-10-2020

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სახელმწიფოს მსგავსი სოციალური დახმარების პაკეტები აღარ დასჭირდეს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვნახავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება ან გრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით და განვიხილავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც 1 200-ლარიან დახმარებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ეკონომიკაში იყოს მეტი ჟანგბადი, შეჩერდეს სამუშაო ადგილების დაკარგვა და დაიწყოს სწრაფი აღდგენა.

„1 200 ლარიან დახმარებას რაც შეეხება - ეს არის ძალიან ურთიერთდაკავშირებული საკითხები, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკაში ჟანგბადი იყოს უფრო მეტი, სამუშაო ადგილების დაკარგვა შეჩერდეს და შემდეგ სწრაფად დავიწყოთ აღდგენა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სახელმწიფოს მსგავსი სოციალური დახმარების პაკეტები აღარ დასჭირდეს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვნახავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება ან გრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით და განვიხილავთ,“- განაცხადა პრემიერმა.