გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გახარია: დავით გარეჯის ისტორიის ბოლო გამწვავებული ტალღა ზუსტად წელიწადნახევრის წინ დაიწყო და ამაში იმ ოპოზიციის დიდი წვლილი იყო, რომელიც დღეს პროვოკაციულ კითხვებს სვამს

15-10-2020

დავით გარეჯის ისტორია დაიწყო წლების წინ, დავით გარეჯის ისტორიის ბოლო გამწვავებული ტალღა დაიწყო ზუსტად წელიწადნახევრის წინ და იმ ოპოზიციას, რომელიც ამ პროვოკაციულ კითხვებს სვამს, მათი დიდი წვლილი იყო ამ საკითხის გამწვავებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის და ზურაბ ნოღაიდელის განცხადებებს, პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული საკითხი გამოძიების პრეროგატივაა.

„დავით გარეჯის ისტორია არ დაწყებულა არც გუშინ, არც ერთი თვის წინ. დავით გარეჯის ისტორია დაიწყო წლების წინ და დავით გარეჯის ისტორიის ბოლო გამწვავებული ტალღა დაიწყო ზუსტად წელიწადნახევრის წინ და იმ ოპოზიციას, რომელიც ამ პროვოკაციულ კითხვებს სვამს, მათი დიდი წვლილი იყო ამ საკითხის გამწვავებაში. ამიტომ, მათ ეს კითხვა თავის თავს უნდა დაუსვან პირველ რიგში - რატომ მაინცდამაინც ახლა. რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს და იმას, რაც თქვა ბატონმა ნოღაიდელმა - ეს არის სრულად გამოძიების პრეროგატივა. ქვეყანაში ინდულგენცია არ აქვს არავის. თან მითუმეტეს, ბატონი სააკაშვილისთვის სისხლის სამართლის გამოძიება მასზე არ იქნება რაღაც სიახლე. ამიტომ, ეს არის სრულად გამოძიების კომპეტენცია და ვერანაირი შეზღუდვები ამ გამოძიებას ვერ ექნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.