გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ქართველი გოგო თურქ ქმართან ერთად ავტობუსში ცხოვრობს

9-03-2018

ბათუმელი, 23 წლის ლალი ბაქრაძე და თურქეთის ქალაქ რიზეში მცხოვრები 41 წლის იაშარ კორკმაზი ცოლ-ქმარი არიან. ერთმანეთი ბათუმში გაიცნეს.

იაშერი ავტობუსის მძღოლია, მას ოჯახის წევრები არ ჰყავს. ის ბავშვთა სახლში იზრდებოდა.

ლალიმ ისლამი მიიღო. ახალშექმნილმა ხელმოკლე ოჯახმა საცხოვრებლის პრობლემა მარტივად გადაწყვიტა, მათ რიზეს ავტობუსების პარკში მიტოვებული ავტობუსი გაარემონტეს და იქ ცხოვრობენ.

თურქული მედიის ინფორმაციით, გაჭირვების მიუხედავად,  ოჯახი ბედნიერია. როგორც ლალი ამბობს, მას უყვარს იაშარი და ყველანაირ გაჭირვებას იტანს.

sarkenews