გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

რესან კონცელიძემ და ტიტე აროშიძემ ბათუმში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

16-10-2020

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მაჟორიტარობის კანდიდატებმა, ადგილობრივ ბიზნეს სექტორს საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები წარუდგინეს. აგრეთვე, საუბარი ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებასა და ბიზნეს სექტორში არსებულ გამოწვევებს შეეხო. რეგიონში ბიზნესის განვითარების საკითხებსა და მის ხელშეწყობაზე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა. ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ პრობლემური საკითხების შესახებ კანდიდატებისათვის კითხვები დაესვათ.
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ.