გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ვლადიმერ იმნაძემ 100 წლის ვეტერანს ქალთა დღე მიულოცა

9-03-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, მოადგილეებმა, ნიკოლოზ კვეზერელმა და მირონ ჩიგოგიძემ, თანამშრომლებთან ერთად ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ქალბატონს, მარია სიბაშვილს, დაბადების 100 წლის იუბილე და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

ქალბატონ მარიას, დაბადების დღე და 8 მარტი ასევე მიულოცეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.