გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთის კლინიკაში მოთავსებული ბავშვები მოინახულა

19-10-2020

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთის კლინიკაში მოთავსებული ბავშვები მოინახულა, რომელთაც სავარაუდოდ კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნებათ.

“ოზურგეთის კლინიკაში მოვინახულე ბავშვები, ბაღის აღსაზრდელები, რომელთაც სავარაუდოდ, კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნები აქვთ. ნებისმიერი შემთხვევისთვის, გართულებებისგან თავის ასარიდებლად ისინი კლინიკის ბავშვთა განყოფილებაში არიან მოთავსებული. ექიმების თქმით ექვსივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმედი მაქვს მალე გაეწერებიან და ჯანმრთელები დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს. სახელმწიფო სრულად აფინანსებს მათთვის საჭირო ყველა სამედიცინო მომსახურებას” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​