გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2021    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კობა კობალაძე სამსახურის იურიდიულ დეპარტამენტს შეხვდა

19-10-2020

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი დირექტორი, გენერალი კობა კობალაძე აგრძელებს უწყების ცალკეულ დეპარტამენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს.

დღეს, იგი, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა და დეპარტამენტის მიერ 2019 წელს გაწეულ და მიმდინარე წლის 9 თვეში შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო.

დეპარტამენტის უფროსმა, მიხელ ხურციძემ თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ 2019 წელს, დეპარტამენტის მიერ განხილულ იქნა 3700 კორესპონდენცია. ვეტერანის სტატუსის მინიჭების პროცედურებთან და არსებულ სოციალურ-სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით, იურიდიული კონსულტაცია გაეწია უწყების 1000-ზე მეტ ბენეფიციარს, მათ შორის ადგილზე, რეგიონებში. დეპარტამენტს დაევალა, საქართველოს ყველა რეგიონში გაგრძელდეს ბენეფიციართა სამართლებრივი თანადგომის პროექტი, რომელიც, გასულ წელს, საპილოტე პროგრამის სახით აჭარის ა/რ -სა და გურიის რეგიონში საპილოტე პროგრამის სახით განხორციელდა. პროგრამა, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, კვალიფიციური, იურიდიული დახმარების გაწევას გულისხმობს.


მიმდინარე წელს, 9 თვის განმავლობაში, დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენცია 2200 შეადგენს. ვეტერანის სტატუსის მინიჭების პროცედურებთან და არსებულ სოციალურ-სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით, იურიდიული კონსულტაცია გაეწია უწყების 750-მდე ბენეფიციარს,
საუბარი, ასევე, შეეხო იმ საკანონმდებლო ინიციატივებსა და ნორმატიულ აქტებს, რომლებიც ვეტერანთა სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ამ კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად, უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფში, უნდა გაღრმავდეს ამ ჯგუფში შემავალ უწყებათა _ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, საქართველოს თავდაცვის, ფინანსთა, რეგიონული მართვის, ინფრასტრუქტურისა და საქართველოს ოკუპიორებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს და აფხაზეთის ა/რ მთავრობას შორის კოორდინაცია.