გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი გახარია: ყველამ ერთად, უსაფრთხოდ, დემოკრატიულად და ღიად უნდა ჩავატაროთ არჩევნები

19-10-2020

არანაირი კვლევა არ გვჭირდება, აბსოლუტურად, ჩემს სუბიექტურ აზრს გეუბნებით, იმხელა მხარდაჭერას ვგრძნობთ მოქალაქეებისას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სამწუხარო ფაქტია, რომ ამ ბოლო პერიოდში, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური აქტივი, სამწუხაროდ, ოპოზიციას საერთოდ გამქრალი აქვს, ხდება ამ ისტერიკის და პანიკის დანერგვა.
„მე ახლა დავამთავრე რეგიონალური წარდგენების ციკლი. ბოლო წარდგენა გვქონდა აბაშაში, გუშინ. არანაირი კვლევა არ გვჭირდება, აბსოლუტურად, ჩემს სუბიექტურ აზრს გეუბნებით, იმხელა მხარდაჭერას ვგრძნობთ მოქალაქეების. უბრალოდ არ გვჭირდება. ეს შეგრძნებების დონეზე ჩანს. ერთადერთი სამწუხარო ფაქტი რაც არის, მეც არ მომწონს და რაზეც ხშირად ვსაუბრობდით - ამ ბოლო პერიოდში, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური აქტივი, სამწუხაროდ, ოპოზიციას საერთოდ გამქრალი აქვს, ხდება ამ ისტერიკის და პანიკის დანერგვა, მაგრამ შეუძლებელია, არ გამოვა ეს ყველაფერი. ერთადერთი, ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, ყველამ ერთად, უსაფრთხოდ, დემოკრატიულად და ღიად უნდა ჩავატაროთ არჩევნები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.