გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნიკა ჩიტაძე: საარჩევნო ყუთების გადატანის პროცესში ცესკოს სპეციალური ჯგუფები მაქსიმალურად ნეიტრალური ადამიანებით უნდა იყვნენ დაკომპლექტებული

20-10-2020

როგორც საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის უზრუნველსაყოფად დღევანდელი მონაცემებით უკვე შექმნილია 127 სპეციალური საარჩევნო უბანი და სპეციალური ჯგუფების დაკომპლექტების მიზნით კონკურსი გამოცხადდა.

ცესკოს მიერ წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, სპეციალური ჯგუფები სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას ხელს შეუწყობენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს ზეპირი განცხადებით უნდა მიმართონ.

ცესკოს მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადების თანახმად, სპეციალური საარჩევნო უბნები დილის 07 :00 საათზე გაიხსნება და გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება დილის 08 :00 საათიდან, რაც საღამოს 20:00 საათამდე გაგრძელდება. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სპეციალური ჯგუფის წევრების მიერ ამომრჩევლებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთისა და საარჩევნო ბიულეტენების გადაცემა მოხდება ამომრჩევლებთან ახლო კონტაქტის გარეშე არანაკლებ 1.5 მეტრი დისტანციის დაცვით.

ექსპერტ ნიკა ჩიტაძის განცხადებით, ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, რიგი ოპოზიციური პარტიების მხრიდან ჩნდება კითხვები გადატანის პროცესის გამჭირვალობასთან დაკავშირებით, თითქოს ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის გარეშე ნებისმიერი არჩევნები ექვემდებარება იოლად გაყალბებას და ა.შ.

"ამ შემთხვევაში ალბათ აღსანიშნავია შემდეგი:

იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროის განმავლობაში, საქართველოში სამწუხაროდ კოვიდ 19-ით დაავადებულთა რიცხვი იზრდება, მაგალითად, 19 ოქტომბერს 1192 ადამიანი დაინფიცირდა, რა თქმა უნდა, ასევე იზრდება იმის ალბათობა, რომ ცალკეულ სამედიცინო დაწესებულებებში და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ამიტომაც აუცილებელია, რომ ამ ადამიანების უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ჩვენს თანამოქალაქეებს ყველა პირობები უნდა შეექმნათ, რომ მათ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობით, საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადონ.

ამიტომაც ოპოზიციური პარტიების მხრიდან პრეტენზიების გათვალისწინებით, სპეციალური ჯგუფები, მაქსიმალურად ნეიტრალური ადამიანებით უნდა იყვნენ დაკომპლექტებულნი და მათთან ერთად მინიმუმ ერთი დამკვირვებელიც უნდა გადაადგილდებოდეს.

შესაბამისად, უფრო დიდ პრობლემას შეიძლება წარმოადგენდეს არასაარჩევნო ყუთების გადატანის ფაქტი, არამედ ის, რომ 2020 წელს 12 ოქტომბრამდე პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული შემოწირულობების მთლიანი მოცულობის (დაახლოებით 29 მილიონი ლარი) 51 % მოდის სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ზე, რაც მმართველ პარტიას აძლევს მნიშვნელოვან უპირატესობას წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების და არჩევნების დღეს საკუთარი მხარდამჭერების საარჩევნო უბნებთან (მაგალითად მათი ტრანსპორტით უზრუნველყოფა) მობილიზაციის პროცესში"- აცხადებს ნიკა ჩიტაძე.