გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2021    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კობა კობალაძე შშმ პირთა დასაქმების კავშირის სოციალურ საწარმოს ესტუმრა

20-10-2020

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალი კობა კობალაძე დღეს, შშმ პირთა დასაქმების კავშირის სოციალურ საწარმოს ესტუმრა. საწარმოში ფეხსაცმლის ახალი ქართული ბრენდის - Make Help Fashionable პრეზენტაცია გაიმართა, რომლის დროსაც საწარმოში დასაქმებულმა შშმ პირებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს.

როგორც საწარმოს ხელმძღვანელმა ლადო ასლამაზაშვილმა აღნიშნა, დაინტერესების შემთხვევაში, მზად არის საწარმოში გადაამზადოს ვეტერანები, ან მათი ოჯახის წევრები, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, კობა კობალაძის განცხადებით, მსგავსი ტიპის საწარმოები შშმ პირების და შშმ ვეტერანების საზოგადოებაში ინტეგრაციის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ, პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩიძე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, ბუბა ლომუაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.

აღნიშნული პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით და უშუალო დახმარებით განხორციელდა და მიზნად ისახავს შშმ პირთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.