გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ნათია მეზვრიშვილი: რესტორნები 22:00 საათიდან იმიტომ შევზღუდეთ, რომ ეს იყო კრიტიკულად აუცილებელი, იქ იყო გავრცელების შემთხვევები

20-10-2020

ჩვენ, რესტორნები, თბილისში, 22:00 საათიდან იმიტომ არ შეგვიზღუდავს, რომ თბილისს ვერჩოდით რამეს. რესტორნები, 22:00 საათიდან იმიტომ შევზღუდეთ, რომ ეს იყო კრიტიკულად აუცილებელი, იქ იყო გავრცელების შემთხვევები, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ხალხმა გადაწყვიტა, რომ გართობა გაეგრძელებინა მცხეთაში.

მან ასევე განმარტა, რომ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მცხეთაში რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, აქ საუბარია მცხეთის მუნიციპალიტეტზე და იურიდიულად, მცხეთის მუნიციპალიტეტში რომელი ტერიტორიებიც შედის, ყველა ამ რესტორანზე.

„ჩვენ, რესტორნები, თბილისში, 22:00 საათიდან იმიტომ არ შეგვიზღუდავს, რომ თბილისს ვერჩოდით რამეს. რესტორნები, 22:00 საათიდან იმიტომ შევზღუდეთ, რომ ეს იყო კრიტიკულად აუცილებელი, იქ იყო გავრცელების შემთხვევები და ამით იყო ეს ყველაფერი განპირობებული. ხალხი ადგა და უბრალოდ გადაწყვიტა, რომ გართობა გაეგრძელებინა მცხეთაში. იმედი გვაქვს, რომ ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებები დადგენილი წესების მიმართ აღარ იქნება“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.