გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი გახარია: გურიაში ვიზიტის შემდეგ ვირუსზე გავიტესტე და უარყოფითი პასუხი მივიღე

21-10-2020

არსებობს დადგენილი სტანდარტები, რას ნიშნავს ახლო კონტაქტი, რომელიც უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში - ეს არის მეტრზე ახლო დისტანციაზე მყოფი, 15 წუთზე უფრო დიდხანს პირბადეების გარეშე, ასეთი მოცემულობა მე არ მქონია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ რატომ არ გადავიდა თვითიზოლაციაში გურიაში გამართული ღონისძიების შემდეგ, სადაც რამდენიმე ადამიანს კოვიდ-ინფექცია დაუდასტურდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მან ტესტირება ჩაიტარა და უარყოფითი პასუხი მიიღო.

„არსებობს დადგენილი სტანდარტები, რას ნიშნავს ახლო კონტაქტი, რომელიც უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში - ეს არის მეტრზე ახლო დისტანციაზე მყოფი, 15 წუთზე უფრო დიდხანს პირბადეების გარეშე. ასეთი მოცემულობა მე არ მქონია. ეპიდემიოლოგების განმარტებით, მე ახლო კავშირი არ ვარ. თქვენ რომ არ გენერვიულათ ჩემს ჯანმრთელობაზე გავიტესტე, როდესაც დავბრუნდი და საბედნიეროდ, უარყოფითი პასუხი მივიღე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.