გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ზუგდიდში ტაქსის მძღოლი და ბენზისგასამართი სადგური დააყაჩაღეს

23-10-2020

ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, გამტაცებლებმა დაახლოებით 3000 ლარამდე თანხა წაიღეს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, თავდამსხმელები ცივი იარაღით იყვნენ შეიარაღებული, მათ დანაშაულის ჩადენამდე ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს და გადასაადგილებლად მისი მანქანა გამოიყენეს.

ჯერჯერობით დამნაშავეების ვინაობა უცნობია, ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორი პოლიციამ უკვე გამოკითხა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი იყო მობილიზებული.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.