გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით კახეთში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

10-03-2018

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით კახეთის რეგიონში, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და რეგიონულ სამსახურებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო ხედვა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 
ასევე, ისაუბრა მავნებლის ბიოლოგიის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, განთავსდება მონიტორინგის სისტემები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება მავნებლის გავრცელების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება
სურსათის ეროვნული სააგენტო ანალოგიურ საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.