გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გოჩა ენუქიძე ღების თემის მოსახლეობას შეხვდა

23-10-2020

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოჩა ენუქიძემ წინასაარჩევნო კამპანია ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღების თემის მოსახლეობასთან შეხვედრით დაასრულა.

გოჩა ენუქიძის განცხადებით, ღების თემი უდიდესი ტურისტული პოტენცილით გამოირჩევა, სადაც რეაბილიტირდა საჯარო სკოლა, ეწყობა გზის დამცავი და ნაპირსამაგრი გაბიონები, რეაბილიტირდება საგზაო ინფრასტრუქტურა, როგორც შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ისე შიდა სასოფლო.
"ჩვენმა გუნდა ღირსეულად უპასუხა ონის სტიქიის გამოწვევას და კოორდინირებული მუშაობით მალევე აღადგინა საგზაო ინფრასტრუქტურა. ჩვენ ვაცნობიერებთ პრობლემებს და პასუხისმგებლობით ვეკიდებით მათი გადაჭრის უმოკლეს გზებს"- აცხადებს გოჩა ენუქიძე.