გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2021    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მესტიის სოფელ ლატალში კვლავ ხანძარია

23-10-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში ხანძარია. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, ეკალბარდს და ბუჩქნარს უკიდია. კერები ორშაბათს ლიკვიდირებული ხანძრიდან მოშორებით, მთის მეორე ფერდზეა.

ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია 50 მეხანძრე-მაშველი ინდივიდუალური აღჭურვილობით და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის ინტენსიური სამუშაოები. დამატებითი ძალების მობილიზება ხდება თბილისიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან.

უწყების ინფორმაციითვე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში, ადგილზე მყოფ 50 მეხანძრეს გვიან ღამით, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის - დავით სუხიშვილის ხელმძღვანელობით, 100-კაციანი ჯგუფი შეუერთდება.

მზადყოფნაშია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც, საჭიროების შეთხვევაში, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთვება.