გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სპეც-დანიშნულების კურსდამთავრებულებმა ფიცი დადეს

23-10-2020

თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სპეც-დანიშნულების კურსდამთავრებულებმა ფიცი დადეს.

ფიცის დადების ცერემონიალს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალი კობა კობალაძე ესწრებოდა.

მან თავდაცვის სამინისტროს მადლობა გადაუხადა იმ უმნიშვნელოვანესი ძალისხმევისთვის, რასაც უწყება, ქვეყნისთვის ამ რთულ ვითარებაში, ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობასა და ღირსეული ოფიცრების აღზრდაში დებს. მან კურსდამთავრებულებს მიულოცა და სიტყვით მიმართა:

„დღეს თქვენ ფიცით შეეკარით ჩვენს სამშობლოს. დღეიდან თქვენ ხართ პასუხისმგებლები ღვთისა და ქვეყნის წინაშე, რომ ღირსეულად ატარებთ არა მარტო მუნდირს, არამედ ქვეყნის მეომრისა და ჯარისკაცის სახელს. მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ორგანიზებით, შემართებით, პროფესიონალიზმით, მოგცათ იმის საშუალება, რომ ისწავლოთ და დაეუფლოთ იმ პროფესიას, რომელსაც ჰქვია ღირსეული ქვეყნის, პირველ რიგში ჯარისკაცი, შემდეგ ოფიცერი და თუ ღმერთმა ინება და შემართება გქონდათ, იყოთ ძლიერი და თავისუფალი საქართველოს ძლიერი ჯარისკაცი. მე მინდა, თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ მიუხედავად ყოველი სირთულისა, გადაწყვიტა, აერჩია ცხოვრების არა მსუბუქი, არა იოლი გზა, არამედ ყველაზე ღირსეული სამსახური, რაც საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს, ხალხის სამსახურში გამოიხატება. წარმატებით გატაროთ ღმერთმა! თქვენ ხართ ჩვენი გმირი წინაპრების, ჩვენი გმირი თანამებრძოლების ღირსეული შთამომავლები! ღმერთი იყოს თქვენი, ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი!"- განაცხადა კობალაძემ.

აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა შორის, გენერალ კობა კობალაძის ვაჟი, თენგიზ კობალაძეც არის. მიუხედავად იმისა, რომ მან საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა, გადაწყვიტა, თავისი ხედვა და პოტენციალი, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას მოახმაროს.