გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

დოესში სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება

10-03-2018

შიდა ქართლში დოესის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხისა და შიდა სამეურნეო ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 
სოფლის მეურნეობისა სამინისტროს ინფორმაციით, ფილტრაციული დანაკარგების შესამცირებლად არხზე ეწყობა მონოლითური ბეტონი, მონტაჟდება ჩამქრობი და გამანაწილებელი ჭები. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყალუზრუნველყოფილი გახდება 275 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი. აღდგენილი საირიგაციო სისტემით კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის (ზემო ხანდაკი, დოესი, თელიანი და სოფელ ხოვლეს) მოსახლეობა ისარგებლებს. 
სარეაბილიტაციო სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. 
პროექტი 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.