გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რუსთავიდან ყოველდღიურად 85 ტონა ნაგავი გააქვთ

10-03-2018

რუსთავიდან გასულ წელს 31 000 ტონა ნაგავი გაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ააიპ "დასუფთავების სამსახურის" ხელმძღვანელმა ბადრი მოდებაძემ მიაწოდა.

მონაცემების თანახმად, რუსთავიდან ყოველდღიურად საშუალოდ 85 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი გაააქვთ. ცენტრალურ ქუჩებზე განთავსებული ურნები  სპეცტექნიკის საშუალებით დღის განმავლობაში 3-4 ჯერ იცლება. კორპუსებში დამონტაჟებული ბუნკერებიდან კი ნაგავი კვირაში ორჯერ გააქვთ. რაც შეეხება შიდა ეზოებს, მეეზოვეები ტერიტორიას  დღეში 2-ჯერ დილისა და საღამოს საათებში ასუფთავებენ.

"დასუფთავების სამსახურის" ინფორმაციით, დღესდღეობით ქალაქში 221 მეეზოვე მუშაობს, გარადა ამისა მუნიციპალიტეტს 5 ახალი ნაგავმზიდი ჰყავს. რუსთავის მთელს ტერიტორიაზე (საწარმოო ზონის ჩათვლით) კი 1900 ურნაა განთავსებული, მათგან 1200 ცალი ლითონის, ხოლო 700 ცალი პლასტმასისაა.

"ინფორუსთავი"