გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ქვეყნის მასშტაბით სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგება მიმდინარეობს

26-10-2020

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში ტაშისკარის სარწყავი სისტემის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.

სოფელ ქვიშხეთში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან წყალგამანაწილებელი არხის 1000 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

უწყების ინფორმაციით, ექსპლუატაციის პროგრამით მიმდინარე სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

აღდგენილი საირიგაციო არხით 5 სოფლის -ცხრამუხა, ქვიშხეთი, ოსიაური, გომისა და აგარების მოსახლეობა ისარგებლებს.

სამუშაოები კომპანიამ საკუთარი ძალებით ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა.