გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურისა და ოზურგეთის აგრარულ ბაზარში დასაქმებულ მოქალაქეებს შეხვდა

26-10-2020

„ქართული ოცნების“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობს.

ამჯერად „ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურისა და ოზურგეთის აგრარულ ბაზარში დასაქმებულ მოქალაქეებს შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა მოქალაქეებისგან მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

„ჩვენს მოსახლეობას ვპირდები, რომ მექნება ღია კომუნიკაცია და დავიცავ მათ ინტერესებს. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს გულთბილი შეხვედრისთვის, მათი ნდობა და მხარდაჭერა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია“ - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.