გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში ჭერი ჩამოინგრა

10-03-2018

ქუთაისში სამხედრო სამსახურის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გენადი მარგველაშვილის ბიურო დაზიანდა.

ბიუროს ხელმძღვანელის ზაზა ჯანგველაძის ინფრომაციით, მის კაბინეტსა და თანამშრომლების სამუშაო ოთახში ჭერი ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად დაზიანდა ინვენტარი. ჯანგველაძის ინფორმაციით, მიმდინარეობს ზარალის დათლა, რის შემდეგაც დაიწყება სამუშაოები.

ზარალს ითვლიან ქუთაისის მერიაში. სამხედრო სამსახურის უფროსის მოადგილის სამუშაო  ოთახი და ინვენტარი სრულიად განადგურდა. მერიაში განმარტავენ, რომ ზარალის ოდენობა დაახლოებით მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი. 

შეგახსენებთ, დღეს დილით ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის შენობაში ხანძარი გაჩნდა. სამსახური შენობის  მეოთხე სართულზე მდებარეობს, მეორე და მესამე სართულებზე მერიის ააიპები და სხვა სამსახურებია განთავსებული.

newpress