გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რუსთავში მამა-შვილი გარდაცვლილი ნახეს

12-03-2018

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე 30 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა 4 დღის წინ მოხდა, როგორც "ინფო რუსთავი"-სთვის არის ცნობილი ახალგაზრდას საცხოვრებელი არ ჰქონდა, სესხების გამო ბანკმა ბინა გაუყიდა, რის შემდგომაც 1 წლის განმავლობაში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამასთან ერთად ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა. მამა 60 წლამდე მამაკაცი ზუსტად იმავე ადგილას, დაახლოებით ერთი თვის წინ გარდაცვლილი იპოვეს, მიზეზი სავარაუდოდ არასათანადო პირობებში ცხოვრება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. როგორც ახლომდებარე დახლების მოვაჭრეები აცხადებენ, მამა-შვილს საარსებო პირობები არ გააჩნდათ და ხშირად ღია ცის ქვეშ უწევდათ ძილი.

inforustavi