გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ევროპის უნივერსიტეტი მზადაა, სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნის მიზნით სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადაამზადოს

27-10-2020

ევროპის უნივერსიტეტი უერთდება უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებას და მზადაა, სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნის მიზნით სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადაამზადოს, რათა საჭიროების შემთხვევაში ისინი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სხვადასხვა მიმართულებით დაეხმარონ.

"მიგვაჩნია, რომ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ყველამ შესაძლებლობის ფარგლებში უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი, რათა რაც შეიძლება მალე და ნაკლები დანაკარგით შევძლოთ ინფექციის დამარცხება. ამ შემთხვევაში ჩვენი შესაძლებლობაა, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა გაიარონ სწრაფი კურსი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთონ კოვიდინფექციასთან ბრძოლაში, დაეხმარონ ექიმებს" - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაში ევროპის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამაც მიიღო მონაწილეობა და მზაობა დაადასტურა.