| « აპრილი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | |||
28-10-2020
ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწორად და ადეკვატურად აფასებენ იმ საარჩევნო გარემოს, რაც ქვეყანაში გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებთან, თეა წულუკიანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მეოთხედი პოლიტიკურ პარტიებთან არის დაკავშირებული.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ODIHR-ის დამკვირვებლების პირველად დასკვნაში ეს აქცენტები უკვე გაკეთებულია.
„ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი. რაც მთავარია, რაც იყო ნათქვამი, მე როგორც მივხვდი და რაც მოვასწარი მენახა, ODIHR-ის დამკვირვებლების პირველად დასკვნაში ეს აქცენტები უკვე გაკეთებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწორად და ადეკვატურად აფასებენ იმ საარჩევნო გარემოს, რაც ქვეყანაში გვაქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.