გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ქვემო გომში 2 360 000 ლარის ღირებულების ახალი სკოლა შენდება

28-10-2020

სოფელ ქვემო გომში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, მოქმედი საჯარო სკოლის შენობა მოძველებული და სასწავლო პროცესისთვის შეუსაბამოა.

საჯარო სკოლის შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესასრულდებლად 2 360 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ემ-სი გრუპი ინდუსტრია“ ახორციელებს.

გომის საჯარო სკოლა თანამდროვე, უახლესი სტანდარტებით შენდება, რომელიც 150 მოსწავლეზეა გათვლილი. მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის თამაზ ტატანაშვილის განაცხადებით, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობს, ყველა მოსწავლეს ქონდეს შესაძლებლობა სრულფასოვანი განათლება თანამედროვე და კეთილმოწყობილ სკოლაში მიიღოს.