გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული სტუდენტები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის შენობაში ისწავლიან

28-10-2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი პროფესიული განათლების მიმართულებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სასწავლო პროცესის გაცნობის მიზნით, სამცხე-ჯავახეთს ეწვია. მინისტრის მოადგილე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. შენობას, სადაც მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულების სტუდენტები ისწავლიან, სრული რეაბილიტაცია უტარდება.

200 სტუდენტზე გათვლილი განახლებული სასწავლებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასწავლო დაწესებულება ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს, სრულად ადაპტირებული იქნება სსსმ და შშმ პირებზე, აღიჭურვება თანამედროვე ლაბორატორიებით, მოეწყობა კომფორტული სასწავლო აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო სივრცე.

აღსანიშნავია, რომ სასწავლებელი ახალქალაქისა და რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების საჭიროებების გათვალისწინებით, ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს საბაჟო საქმის, სარკინიგზო, სოფლის მეურნეობისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებების საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამებს შესთავაზებს.