გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არჩილ თალაკვაძე: დავით გარეჯი არის ჩვენი იდენტობის ნაწილი და ის მთელ საზოგადოებას აერთიანებს

29-10-2020

„დავით გარეჯი არის ჩვენი იდენტობის ნაწილი და ის მთელ საზოგადოებას აერთიანებს. ამიტომ, ჩვენ საფუძვლიანად გვაინტერესებს, რატომ არ მოხდა მოლაპარაკების პროცესში ყველა დოკუმენტის და რუკების გამოყენება, რომელიც საქართველოს უფრო სამართლიან პირობებში აყენებდა?

დავით გარეჯის საკითხის გარშემო საინფორმაციო კამპანია, რომელიც ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი არხებიდან იმართებოდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, არის პოლიტიკური დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითი, ჩვენს ოპონენტებს სურდათ ჩვენი ხელისუფლება დაედანაშაულებინათ იმაში, რაც თავად გააფუჭეს და დააზიანეს.

მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა საერთოდ გაუგონარი განცხადება, სადაც დავით გარეჯთან დაკავშირებით, წინსწრებით მისცა ჩვენება საზოგადოებას. შედეგად, კითხვები დღეს მეტია, რომ შესაძლოა საქმე გვაქვს არამხოლოდ ორი ადამიანის შესაძლო კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებთან, არამედ მაშნდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანაშაულებრივ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან. აქ დავეთანხმები ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ უნდა გაირკვეს, ხომ არ გვაქვს საქმე ეროვნული ინტერესების ღალატთან. დავით გარეჯი არის ზეპარტიული თემა, ჩვენ ამას პარტიული ინტერესების ჭრილში არ განვიხილავთ.“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​