გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფელი მოეწყობა

29-10-2020

მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის მშენებლობის პროექტის პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო.

პროექტი ხეობაში არსებული უნიკალური კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების, ისტორიისა და ტრადიციების მაქსიმალურ დაცვას და ამავე დროს არსებული ლანდშაფტის შენარჩუნებით, მის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

ეთნოსოფელი გათვლილია ტურიზმის განვითარებაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე, გარემოს დაცვასა და გაჯანსაღებაზე, რაც გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებასთან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მაჭახელა ყოველთვის ამაგრებდა აჭარის საზღვრებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადგილს სტუმრობდეს ბევრი ტურისტი, რომლებსაც დახვდებათ გამართული ინფრასტრუქტურა, გამართული მარშრუტები და ახალი მიმართულებები.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა საქვეყნო საქმის ასე სწორად განვითარებაში, დაგეგმვაში. ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ აღდგეს ეკონომიკური შემოსავლები და პირველ რიგში ისარგებლოს მაჭახლელებმა და მაჭახლის ხეობის მცხოვრებლებმა“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

თანამედროვე სტანდარტების მაჭახელას საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა 2021 წლის დეკემბერში დასრულდება. საინფორმაციო ცენტრში სამუშაო და საექსპოზიციო სივრცეები და საკონფერენციო ოთახი განთავსდება.

მაჭახელას ხეობა გამორჩეულია ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობებით, ეკოსისტემით მდიდარი ეროვნული პარკით, ჩანჩქერებითა და საპიკნიკე ადგილებით.აღსანიშნავია, რომ გაეროს განვითარების ფონდი მაჭახელას ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭების საკითხზე მუშაობს.