გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა დაიღუპა

12-03-2018

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 55 წლის დავით ძაბირაძე, მე-4 საამქროს სახურავიდან, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 40 მეტრია, ჭერის სარემონტო სამუშაოების შესრულების, კონკრეტულად კი სახურავის ძველი ლითონის ფურცლების შეცვლის დროს ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

"რამდენიმე წუთის წინ საწარმო შემთხვევა მოხდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ადგილობრივი პირველადი ორგანიზაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, სარემონტო საამქროს თანამშრომელი, 55 წლის დავით ძაბირაძე, მე-4 საამქროს სახურავიდან, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 40 მეტრია, ჭერის სარემონტო სამუშაოების შესრულების, კონკრეტულად კი სახურავის ძველი ლითონის ფურცლების შეცვლის დროს ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ghn.ge