გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

12-03-2018

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა კახეთის რეგიონში, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და რეგიონულ სამსახურებს მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო ხედვა გააცნო და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, ვრცლად ისაუბრა მავნებლის ბიოლოგიის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, განთავსდება მონიტორინგის სისტემები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება მავნებლის გავრცელების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
სურსათის ეროვნული სააგენტო ანალოგიურ საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.