გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

გიორგი გახარია: ხმა მივეცი მომავალს, ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს

31-10-2020

მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ დასავლურ სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთაწმინდის #5 საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც არჩევანი მეუღლესთან, მარიკა ფანცულაიასთან ერთად დააფიქსირა.

მან ხაზი გაუსვა, რომ წინასაარჩევნო გარემო, კამპანია აკმაყოფილებდა ყველა სახის დემოკრატიულ მოთხოვნებს.

„შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ დასავლურ სახელმწიფოს. სახელმწიფოს, ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების, ღირსების ფასი და რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს. რა თქმა უნდა, ვერავის ვერ წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, მომავალს მივეცი ხმა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.