გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2021    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მაია ცქიტიშვილი: საბჭო მსჯელობს, რა დამატებითი ღონისძიებების და წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებაა შესაძლებელი, რომ ვირუსის გავრცელებას გავუმკლავდეთ

5-11-2020

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვირუსის გავრცელების შესაკავებლად აუცილებელია მობილობის დაგდება. ჩვენ ეს ვისწავლეთ, ვიცით და ვხედავთ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასევე გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც უშუალოდ არის მიმართული იმისკენ, რომ მოხდეს მობილობის შემცირება და შესაბამისად, ვირუსის გავრცელების შენელება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, საბჭო მსჯელობს, თუ რა დამატებითი ღონისძიებების და წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების შენელება მოხდეს.

„ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, როგორიც არის მაგალითად საღამოს საათებში, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, ეს შეიძლება იყოს უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე ერთ კონკრეტულ დღეს ან სხვადასხვა დასახლებებში, ასევე, როგორც ტრანსპორტის შეჩერება, ასევე სხვადასხვა დიდი სავაჭრო ცენტრების, ან სხვადასხვა სახის დიდი გადაადგილების - ბაზრობების, ან ბაზრების მუშაობის შეჩერება. ეს არის ყველა ისეთი ღონისძიება, რომელიც არის წერტილოვანი ხასიათის, რომელიც იქნება გამოყენებული იქ და იმ დროს, როდესაც ამის აუცილებლობა იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე და ყველა ამ ღონისძიების გამოყენება არის ის პრაქტიკა და იმ ცოდნაზე დაფუძნებული, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.