გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2021    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კახაბერ კუჭავა: ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კითხვაც არ დასმულა

5-11-2020

არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა „ქართული ოცნების“ წარმოამდგენელმა კახაბერ კუჭავამ ტვ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, შეხვედრაზე სიღრღმისეულად ისაუბრეს საპარლამენტი არჩევნებთან დაკავშირებით.

„საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს მთავარი გზავნილი, რომელიც მათ ანგარიშს ახლავს. კერძოდ, აღიშნეს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ყველა იმ ფუნდამენტური პრინციპის დაცვით, რომელიც აუცილებელია ასეთი არჩევნების ჩასატარებლად. ,,ვისაუბრეთ არა მარტო მიღწევებზე, არამედ იმ საკითხებზე, რომელიც აუცილებელია კიდევ უფრო დაიხვეწოს შემდეგი არჩევნებისთვის. არც დასმულა კითხვა, რამდენად ლეგიტიმური იყო არჩევნები, ან იყო თუ არ იყო ლეგიტიმური. ვისაუბრეთ იმ გარემოებებზე, თუ რას შეიძლება გამოეწვია ოქმებში ესა თუ ის შეცდომა. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ არცერთი არჩევნები არცერთ ქვეყანაში შეცდომის გარეშე არ ტარდება. რამდენად ტექნიკურია ან მოცულობითი ესა თუ ის შეცდომა, ამას უკვე გადაწყვეტს ის შედეგი, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია დადებს. მნიშვნელოვანია, სრული სურათი დაიდოს. თუ სადმე შეცდომაა, აუცილებლად უნდა გასწორდეს. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო გზავნილები, მათ შორის, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციისგან, რომ ვთქვათ, თუ იყო 7 მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირებული, აქედან 5 გახლდათ ოპოზიციის მხრიდან,ხოლო 2 – „ქართული ოცნების“ მხრიდან. არის ოქმები, სადაც „ქართული ოცნების“ მიმართ იყო შეცდომები დაშვებული. ყველაფერი ერთიან სურათად უნდა ჩამოყალიბდეს, არ შეიძლება ხარვეზით დარჩეს ესა თუ ის საკითხი. თუ სადმე იქნება რაიმე სახის დანაშაულის ნიშანი გამოვლენილი, აუცილებელია შესაბამისი რეაგირებაც. ყველა ნახავს, რა მაღალი სტანდარტით იქნება ყველაფერი ეს წარმართული“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.