გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი გახარია: სისტემური „ლოკდაუნები“ არ იქნება

6-11-2020

ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს არის, რომ მინიმალური ზიანი უნდა მივაყენოთ ჩვენს ეკონომიკას, იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკის მომენტ იქსში სწრაფი აღდგენის შესაძლებლობა მაშინ, როდესაც მსოფლიო პოსტ ეკონომიკური კრიზისის აღდგენას დაიწყებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ სისტემური „ლოკდაუნები“ ქვეყანაში არ იქნება.

„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის ღონისძიებები, ნაბიჯები, ბიზნესის და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის, რომელიც მთავრობამ უკვე გადადგა, დღეს ნათელია უკვე, რომ საკმარისი არ არის და ჩვენ ვამზადებთ ახალ ღონისძიებებს. აქვე მინდა ბიზნესი დავამშვიდო და ვთქვა, რომ სისტემური, საერთო ქვეყნის მასშტაბით, „ლოკდაუნები“ ქვეყანაში არ იქნება. იქნება წერტილოვანი ჩაკეტვები იმისთვის, რომ სწრაფად მოვერიოთ აფეთქების კერებს. ეს შეიძლება იყოს რამდენიმე მსხვილი ქალაქი, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება დროებითი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. საერთო ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფოს მასშტაბით, სისტემური „ლოკდაუნი“ ქვეყანაში არ გამოცხადდება, ჯერ ჩვენ ამას არ განვიხილავთ, თუმცა წერტილოვან, უფრო მკაცრ შეზღუდვებს განვიხილავთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.