გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ბათუმის რაიონული პროკურატურის ინიციატივით ქალაქში გამწვანების აქცია ჩატარდა

20-11-2017

ბათუმის რაიონული პროკურატურის ინიციატივით და ქალაქ ბათუმის მერიის  გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მხარდაჭერით, ქ. ბათუმში გამწვანების აქცია ჩატარდა.

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა და ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ორბელიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ „შინდისის სკვერში“ ხე-მცენარეები დარგეს. ღონისძიების მსვლელობისას პროკურორებმა მოსწავლეებთან გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვა, საზოგადოებაში და მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.