გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

აჭარაში სკოლის რეაბილიტაციის გამო, სასწავლო პროცესი ნაქირავებ სახლში გაგრძელდა

12-03-2018

ქედის მუნიციპალიტეტში, ძენწმანის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის გამო, სკოლა, დროებით, ნაქირავებ სახლში გაიხსნა. ინფორმაციას ajaratv ავრცელებს.

სკოლაში სულ 38 მოსწავლე სწავლობს. ამ ეტაპზე, სასწავლო დაწესებულების კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. იგეგმება ბიბლიოთეკის მოწყობა, შენობა აღიჭურვება ახალი ინვენტარით და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ახალი სკოლით ძენწმანის მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან ისარგებლებენ.

რეაბილიტაციის ხარჯებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური დაფარავს. საკითხზე მემორანდუმი აჭარის განათლების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შორის მემორანდუმი გასულ წელს გაფორმდა.

imedinews.ge