გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კახა საბანაძე: მედიის წარმომადგენლების მიმართ დამიზნებით წყლის ჭავლის გამოყენება არ მომხდარა

9-11-2020

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც კახა საბანაძემ აღნიშნა, გუშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართულ აქციაზე მედიასაშუალების წარმომადგენელთა მიმართულებით დამიზნებით წყლის ჭავლი არ ყოფილა გამოყენებული.

"წყლის ჭავლი გამოყენებული იყო იმ მიმართულებით, საიდანაც მომდინარეობდა საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების საფრთხე. იმის განსაზღვრა, სად იდგა მედიის წარმომადგენელი, მერწმუნეთ, აქციის მართვის პროცესში იყო რთული, თუმცა, დამიზნებით წყლის ჭავლის გამოყენება არ მომხდარა. მხოლოდ და მხოლოდ წყლის ჭავლი გამოყენებულ იქნა იმ პროტესტანტების მიმართ, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე და ცდილობდნენ ცესკოს შენობაში უკანონოდ შესვლას. ჩვენი მხრიდან გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა", - განაცხადა კახა საბანაძემ.