გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

გურია საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობს

15-11-2020

ლატვიაში ადგილობრივი სოლიდარობის ევროპულ დღეებს გურია შეუერთდა. რეგიონი საერთაშორისო პროექტის მონაწილეა, რომლიც ითვალისწინებს მოსახლეობის ინფორმირებას აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP), წევრი ქვეყნების - საქართველოსა და უკრაინის შესახებ.

ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის განათლების მიმართულებით.

პროექტის ფარგლებში, ოზურგეთში საერთაშორისო შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინეს. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები კი ლატვიის დამოუკიდებლობის დღეს დაჯილდოვდებიან.

კონკურსის ორგანიზატორები პარტნიორი ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებები არიან, ხოლო ოზურგეთს, მეოთხე საჯარო სკოლა წარმოადგენს. პროექტის მხარდამჭერებს შორისაა ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების ასოციაცია და გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.