გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დავით ბაქრაძე: შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა და სწორედ ამის დასტურია მაიკ პომპეოს ვიზიტი

16-11-2020

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის განცხადებით, სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის უმაღლეს ნიშნულზე. ელჩის განმარტებით, საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყველა მიმართულებით აღრმავებს სტრატეგიულ ურთიერთობებს და ასე გაგრძელდება მომავალშიც.

„ის უმაღლესი დონის შეხვედრები, რომელიც სახელმწიფო მდივანს ექნება საქართველოში, რასაკვირველია იქნება მიძღვნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულების კიდევ უფრო გაღრმავებისკენ. წლების განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ძლიერი მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და ქვეყნის განვითარების მიმართულებით, აქედან გამომდინარე, ეს იქნება კიდევ ერთი ძლიერი გზავნილი, რომელსაც სახელმწიფო მდივანი ჩამოიტანს საქართველოში. ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებით, იქნება ეს თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკური, სავაჭრო , დემოკრატიის თუ სხვა მიმართულებით და რასაკვირველია ეს ვიზიტიც არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ამ ურთიერთობის აღმავალი ტრაექტორია გაგრძელდება“-განაცხადა დავით ბაქრაძემ .

ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა.