გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

სოფელ ბულაჩაურში მოწყობილი ახალი ჭაბურღილი ექსპლუატაციაში შევიდა

13-03-2018

მიმიდნარე წლის 8 მარტს, ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ბულაჩაურში მოწყობილი ახალი ჭაბურღილი ექსპლუატაციაში შევიდა. წყლის სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ლდს ჩერიტის’’ (LDS –CHARITIES) დაფინანსებით განხორციელდა. ახალი ჭაბურღილის ამოქმედებით 250-მდე ოჯახის სასმელი წყლით მომარაგება იქნება უზრუნველყოფილი.განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ლდს ჩერიტისა’’ და მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების’’ წარმომადგენლებმა. აღსანიშნავია, რომ ჭაბურღილის მოწყობა დაგეგმილია და უახლოეს მომავალში დაიწყება სოფელ ქუბრიაანთკარშიც. პროექტის დასრულების შემდგომ სასმელი წყლით მომარაგდება 200 -მდე ოჯახი.