გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მცხეთაში ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

20-11-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით, გატარებული ღონისძიების შედეგად, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე - ჯამში, 45 კბ.მ ხე–ტყის (პირველადი გადამუშავების პროდუქტის, დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს შეეფარდათ ფულადი ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით და აღნიშნული საქონელი ჩამოერთვათ.