გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ქვეყანაში მსხვილფეზე პირუტყვის რაოდენობა 4,9 პროცენტით გაიზარდა

22-11-2020

წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 4.9 პროცენტით გაიზარდა და 955.0 ათასი სული შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 453.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.7 პროცენტით მეტია.

ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.9 პროცენტით შემცირდა და 846.1 ათასი სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 237.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 3.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22.5 პროცენტით გაიზარდა და 11.5 მილიონ ფრთას მიაღწია.