გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მესამე კვარტლის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედ სასაკლაოებში 77.1 ათასი სული პირუტყვი დაიკლა

22-11-2020

მიმდინარე წლის III კვარტალში საქართველოში 99 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18.2 პროცენტი - ქვემო ქართლში, 15.2 პროცენტი - კახეთში, 14.1 პროცენტი - იმერეთში, 13.1 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, 11.1 პროცენტი - შიდა ქართლში, ხოლო დანარჩენი 28.3 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

საქსტატის მიერ გამოკვლეული შედეგების მიხედვით, 2020 წლის III კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 77.1 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 35.5 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 64.5 პროცენტი წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 236.4 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2020 წლის III კვარტლის განმავლობაში 10 224.1 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 29.2 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 46.8 პროცენტი - ფრინველის, 23.2 პროცენტი - ღორის, 0.6 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. მომსახურება გაეწია 6.8 ათას პირს, საიდანაც 35.9 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 906 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 26.6 ლარი, ცხვრის ან თხის - 10.6 ლარი, ხოლო ღორის - 25.0 ლარი.